დიზაინი

ვქმნით ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს, რომელიც აერთიანებს თანამედროვე სტილს, პრაქტიკულობას და ინდივიდუალურ ხედვას. სივრცე უნდა იყოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ სასიამოვნო და კომფორტული.

ინტერიერის დიზაინი - თანამედროვე და ფუნქციური სივრცეების შექმნა


ჩვენ ვქმნით ინტერიერის დიზაინს, რომელიც აერთიანებს ესთეტიკას, კომფორტსა და ფუნქციონალურობას. ჩვენი მიზანია თითოეული სივრცე მაქსიმალურად მოვარგოთ დამკვეთის ცხოვრების სტილს, სურვილებსა და ყოველდღიურ საჭიროებებს.


ვმუშაობთ როგორც ბინებზე და კერძო სახლებზე, ისე კომერციულ სივრცეებზე - თანამედროვე, მინიმალისტური, ლოფტის, ნეოკლასიკური და სხვა სტილის ინტერიერებზე.


რას მოიცავს ინტერიერის დიზაინის მომსახურება?


  1. სივრცის დაგეგმარება
  2. ავეჯის სწორად განლაგება
  3. ფუნქციური ზონების გამოყოფა
  4. სივრცის ოპტიმალური გამოყენება
  5. 3D ვიზუალიზაცია


რეალისტური ვიზუალები, რომლებიც წინასწარ გაჩვენებთ საბოლოო შედეგს და დაგეხმარებათ დიზაინის სწორად აღქმაში.


  1. მასალებისა და ფერების შერჩევა
  2. კედლისა და იატაკის მასალები
  3. განათების კონცეფცია
  4. ფერთა გამა
  5. დეკორატიული ელემენტები
  6. ტექნიკური ნახაზები
  7. ელექტროობის სქემები
  8. სანტექნიკის დაგეგმარება
  9. ავეჯის ტექნიკური ნახაზები
  10. განათების განლაგება


რატომ არის პროფესიონალური ინტერიერის დიზაინი მნიშვნელოვანი


კარგი დიზაინი მხოლოდ ვიზუალი არ არის - ის ქმნის კომფორტულ, ფუნქციურ და ემოციურად სასიამოვნო გარემოს. სწორად დაგეგმილი ინტერიერი ზრდის სივრცის პრაქტიკულობას, ამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას და მატებს ქონებას ღირებულებას.